Tag Archives: კუჭი

გასტროდუოდენოსკოპია

განმარტებითი ლექსიკონი გასტროდუოდენოსკოპია – კუჭის და  თორმეტგოჯა ნაწლავის  ღრუს  გამოკვლევის მეთოდი ენდოსკოპის საშუალებით .

გასტროპარეზი

განმარტებითი ლექსიკონი გასტროპარეზი – ნერვულ-კუნთოვანი ხასიათის მოშლილობა,რომლის დროსაც კუჭში ხდება  საკვების შენელებული მონელება და მისი განთავისუფლება (საკვების ევაკუაცია კუჭიდან);ჩვეულებრივად მას თან ახლავს გულისრევა,ღებინება ან გაბერილობა.

საყლაპავი მილის ატრეზია

განმარტებითი ლექსიკონი საყლაპავი მილის ატრეზია – ანტენატალური განვითარების პათოლოგია,როდესაც ნაყოფის საყლაპავი მილი ბოლომდე არ ფორმირდება.საყლაპავი მილი კუჭის მისვლამდე ყრუდ მთავრდება,რის შედეგად საკვები ვერ გადადის კუჭში.

ანტრექტომია

განმარტებითი ლექსიკონი ანტრექტომია – ოპერაცია,რომლის დროსაც ხდება კუჭის ზედა ნაწილის (ანტრუმის) ამოკვეთა.ამ ოპერაციის მიზანია კუჭში გამომუშავებული მჟავის რაოდენობის შემცირება.

ანტაციდები

განმარტებითი ლექსიკონი ანტაციდები – სამკურნალო პრეპარატები;რეფლუქსის დროს კუჭში და საყლაპავ მილში მარილმჟავას ნეიტრალიზაციას ახდენენ.