Tag Archives: კუჭსა

წვრილი ნაწლავი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წვრილი ნაწლავი – 1. ნაწლავის ნაწილი კუჭსა და მსხვილ ნაწლავს შორის. წვრილ ნაწლავში საბოლოოდ გადამუშავდება საკვები ნაღვლის, ნაწლავისა და კუჭქვეშა ჯირკვლის წვენების ზემოქმედებით, ხდება საკვები ნივთიერებების შეწოვა. ადამიანში განასხვავებენ 12 – გოჯა, მლივ და თეძოს ნაწლავს. 2. საჭმლის მომნელებელი მილის – ნაწლავების შუა მონაკვეთი, პილორუსიდან ბრმა ნაწლავამდე.

Read More

გასტროეზოფაგოსტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გასტროეზოფაგოსტომია – (ბერძ. Gaster კუჭი + oisophagos საყლაპავი + stoma პირი, ხვრელი, გასავალი; სინ.: გასტროეზოფაგოანასტომოზი, ეზოფაგოგასტროსტომია, ეზოფაგოფუნდოანასტომოზი) კუჭსა და საყლაპავს შორის ანასტომოზის შექმნის ქირურგიული ოპერაცია; გამოიყენება ძირითადად კეთილთვისებიანი ხასიათის კარდიოსტენოზის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

გასტროდუოდენოსტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გასტროდუოდენოსტომია – (ბერძ. Gaster კუჭი + ლათ. Duodenum თორმეტჯოგა ნაწლავი + ბერძ. Stoma პირი, ხვრელი, გასავალი) კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავს შორის ანასტომოზის შექმნის ქირურგიული ოპერაცია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა