Tag Archives: ლეიკოციტებს

ციტოტოქსინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოტოქსინი – ანტისხეულების განსაკუთრებული სახე, რომლებიც აზიანებენ უჯრედებს; განასხვავებენ ლეიკოტოქსინებს, რომლებიც აზიანებენ ლეიკოციტებს, ჰემოლიზინებს – აზიანებენ ერითროციტებს და ა. შ. გამოიყენებიან კლინიკურ პრაქტიკაში შრატების სახით უჯრედთა სტიმულაციისათვის ან დათრგუნვისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცთომილი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცთომილი უჯრედები – (cellulae migrantes) უჯრედები, რომლებსაც გადაადგილების უნარი აქვთ. ეს თვისება ახასიათებს მიკროფაგებს (ნეიტროფილურ ლეიკოციტებს) და როგორც ჰემატოგენურ (ლიმფოციტები და მონოციტები), ისე ჰისტოგენურ მაკროფაგებს, რომლებიც წარმოიქმნებიან ჰისტიოციტებიდან, რეტიკულური უჯრედებიდან და ზოგიერთი ორგანოს სისხლძარღვების ენდოთელიუმის უჯრედებიდან. ჰისტიოციტების აღსანიშნავად ა.ა.მაქსიმოვმა შემოიღო ტერმინი „მოსვენებითი მაკროფაგები“ ანუ „ცთომილი უჯრედები მოსვენებით

Read More

ექსუდატი ჩირქოვანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექსუდატი ჩირქოვანი – მღვრიე წებოვანი ექსუდატი, რომელიც შეიცავს დაშლილ სეგმენტბირთვიან ლეიკოციტებს, ანთებადი ქსოვილის უჯრედებსა და მიკროორგანიზმებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ეოზინოფილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეოზინოფილები – (eosinophiliae იხ.ეოზინოფილია) სისხლის უფერო უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმა შეიცავს მარცვლოვანებას, რომელიც ინტენსიურად იღებება ეოზინით წითლად ან ვარდისფრად. ეო­ზინოფილები ბაზოფილურ და ნეიტროფილურ ლეიკოციტებთან ერთად­ ეკუთვნის მარცვლოვან ლეიკოციტებს, ანუ გრანულოციტებს . ისინი ვითარდებიან ძვლის წითელ ტვინში, გაივლიან რა ჰემოცი­ტობ­ლასტის, პრომიელოციტის, მიელოციტის და მეტამიელოციტის სტადიებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე.

Read More

გრანულოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გრანულოციტები – (granulocyti ლათ.granulum – მარცვალი და ბერძნ.cytos – უჯრედი) ლეიკოციტები, რომლებიც თავის ციტოპ­ლაზმაში შეიცავენ სპეციფიკურ მარცვლოვანებას. ამ მარცვლოვანების შეფერილობის მიხედვით არჩევენ ბაზოფილურ, ნეიტროფილურ და ეოზინოფილურ ლეიკოციტებს. მარცვლოვანი ლეიკოციტების, ანუ გრანულოციტებისაგან განსხვავებით, უმარცვლო ლეიკოციტებს, ანუ აგრანულოციტებს მარცვლოვანება არა აქვს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის

Read More