Tag Archives: ლეტალობა

მანოზიდოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მანოზიდოზი – ნერვული სისტემის მემკვიდრეობითი დაავადება მუკოლიპიდოზების ჯგუფიდან, რომელიც უკავშირდება ფერმენტ მანოზიდაზის უკმარისობას. ვლინდება დაბადებიდან მცირე ხანში კუნთოვანი ჰიპოტონიით, ჰეპატოსპლენომეგალიით. ფსიქომოტორული განვითარების შეჩერებით, სახის გროტესკული ნაკვთებით. ლეტალობა დგება ადრეულ ასაკში, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ავადმყოფმა იცოცხლოს უფრო დიდხანს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული

Read More

ეპიფრენული დივერტიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპიფრენული დივერტიკული – მდებარეობს საყლაპავის ქვედა მესამედში დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის ზევით. ყველაზე უფრო ხშრად იგი გამოდის საყლაპავის მარჯვენა კედლიდან, მაგრამ იზრდება მარცხნივ. სიმპტომები. ტკივილი, რომელიც განპირობებულია დივერტიკულში წნევის მომატებით, დისფაგია. გართულებები – ეზოფაგიტი, პერფორაცია (დივერტიკულიტის დროს). დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება კარდიოსპაზმთან, პარაეზოფაგულ თიაქართან და საყლაპავის კიბოსთან. ოპერაციული მკურნალობა

Read More