Tag Archives: ლოკალიზებული

კბილის მწვავე ტკივილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კბილის მწვავე ტკივილი – თავისთავად წარმოქმნილი ტკივილის შეტევები კბილში, რომელიც ხშირად ირადირებს ყურში ან საფეთქელში; დაკავშირებულია პულპის ანთებასთან. მუდმივი, ერთი კბილის მიდამოში ლოკალიზებული ტკივილი, არაიშვიათად პულსირებადი, რომელიც ძლიერდება კბილზე შეხებისას, უკავშირდება მწვერვალახლო ქსოვილების ანთებას. კბილის მწვავე ტკივილი შესაძლებელია განპირობებული იყოს პაროდონტიტით, რომლის გამწვავებას ახლავს პაროდონტული აბსცესების განვითარება.

Read More

კანის სარკომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კანის სარკომა – (კანისა და ვენ. დაავ.) კანის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნი. განასხვავებენ ფიბროსარკომას და ლიმფოსარკომას. სიმპტომები. ფიბროსარკომა უხშირესად წარმოქმნილია კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილიდან. პალპაციით სიმსივნეს გააჩნია არათანაბარი ფორმის მკვრივი მასის ფორმა, რომელიც თავდაპირველად დაფარულია ნორმალური კანით. სიმსივნე საკმაოდ სწრაფად იზრდება, ზრდის პარალელურად, მის ზემოთ, კანი ღებულობს პურპურისებურ ელფერს და

Read More