Tag Archives: ლორწოვანზე

ყვავილი (ნატურალური)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყვავილი (ნატურალური) – მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს პოქსვირუსების ჯგუფის ვირუსი; ხასიათდება მაღალი კონტაგიოზურობით, გადაცემის ჰაერ–წვეთოვანი გზით; ტიპიურ შემთხვევებში მიმდინარეობს ორტალღოვანი ცხელებით, ძლიერი ინტოქსიკაციით, კანსა და ლორწოვანზე უხვი გამონაყარის განვითარებით, რომელიც გაივლის პაპულის, ვეზიკულის, პუსტულის, ქერქისა და ნაწიბურის სტადიას; ამჟამად ლიკვიდირებულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More

ქრონიკული მორეციდივე სტომატიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული მორეციდივე სტომატიტი – ლოყების, ტუჩების, ენის, პირის ღრუს ფსკერის ლორწოვანზე პერიოდული გამონაყარი ერთი ან რამდენიმე ელემენტის სახით (აფთები). ინტერმისიების ხანგრძლივობა სხვადასხვაა. ჩივილები დამოკიდებულია აფთების ლოკალიზაციაზე. განვითარების ციკლია 3 – 4 კვირა. გამონაყარი რეციდივებს იძლევა მრავალი წელი. მკურნალობა სიმპტომატურია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

ფილატოვის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილატოვის სიმპტომი – წითელას საწყისი სტადიის ნიშანი: პროდრომულ პერიოდში  ფერმკრთალი ლაქები (წვრილი თეთრი წერტილები წითელ ფონზე) პირის ღრუს ლორწოვანზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

როზენბერგ – ვინოკუროვ – ლენდორფის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როზენბერგ – ვინოკუროვ – ლენდორფის სიმპტომი – ენანთემის წარმოქმნა რამოდენიმე მოლურჯო – წითელი წერტილოვანი ლაქების სახით რბილი სასის ლორწოვანზე, ნაქზე და წინა რკალებზე პარტახტიანი ტიფის დროს, დაავადების მე – 3 დღეზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პურპურა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პურპურა – (სტომატ.) purpura კანსა და ლორწოვანზე მრავალრიცხოვანი წვრილი სისხლჩაქცევები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა