Tag Archives: ლორწოვანიდან

ფრენსისის (ანუ ფრანსისის) დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრენსისის (ანუ ფრანსისის) დაავადება – ტულარემია, კურდღლის ცხელება, კურდღლის დაავადება, იწვევს ტულარენსის ბაქტერია, ბაქტერიის რეზერვუარია ძუძუმწოვრები (განსაკუთრებით კურდღელი), გადამტანი კი  –  სხვადასხვა ფეხსახსრიანი. ადამიანზე გადატანა ხდება დაზიანებული კანიდან  –  ლორწოვანიდან, კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან და სასუნთქი გზებიდან. კლინიკური ფორმებია: ბუბონური, თვალ – ბუბონური, ანგიოზური, აბდომინური და ფილტვისმიერი.

Read More

სტიუარტ – პრაუერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტიუარტ – პრაუერის დაავადება – X ფაქტორის დეფიციტი, ჰემორაგიული დიათეზის თანდაყოლილი ფორმა. გადაიცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. დაავადება მჟღავნდება ბავშვობაში. დამახასიათებელია სიხლდენა ცხვირიდან, ლორწოვანიდან, საშვილოსნოდან უმიზეზოდ ან მცირე ტრავმის მიღების შემდეგ. სისხლჩაქცევები აღინიშნება კანქვეშ, კუნთებში. ჰემართროზი იშვიათია. ქალებში მენსტრუაცია გახანგრძლივებულია. ჰემოგრამა ნორმალურია. კოაგულაციურ სისტემაში თრომბოპლასტინის დრო გახანგრძლივებულია.

Read More

ლიმფოციტოზი მწვავე ინფექციური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმფოციტოზი მწვავე ინფექციური – (lymphocytosis; ლიმფოციტები +  – osis) ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ვირუსი და ხასიათდება კლინიკური სიმპტომების მრავალფეროვნებით, ლეიკოციტოზითა და ჰიპერლიმფოციტოზით სისხლში და ძვლის ტვინში. დაავადების გამომწვევია ლიმფოტროპული ვირუსი, რომელიც ხახის ან კუჭ – ნაწლავის ლორწოვანიდან ლიმფური ნაკადით ხვდება უახლოეს ლიმფურ კვანძებში და ლოკალიზდება რეტიკულურ-ენდოთელური სისტემის

Read More