Tag Archives: ლორწოვანის

სედერლენდის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სედერლენდის დაავადება – სედერლენდის სინდრომი. არაინფექციური ინტერსტიციული ნეფრიტის(პიელონეფრიტის) ნაირსახეობა. კლინიკა: დიზურია, პოლიურია, ნიკტურია, სტრანგურია, მაკროჰემატურია, უპირატესად ავადდებიან ახალგაზრდა მამაკაცები, წელის ტკივილი, ლეიკოციტურია, პროტეინურია, ინტენსიური ჩირქოვან ფიბროზული ცისტიტი ლორწოვანის გამოხატული შეშუპებით, თირკმლის, მენჯის ფიალებისა და შარდსაწვეტის ტონუსის დაქვეითება, სპასტიკური შარდის ბუშტი, ურეთრიტი. პროგნოზი კარგი. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

რძიანა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რძიანა – პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდამიკოზის ერთ – ერთი ფორმა. ვითარდება ჩვილ ბავშვებში, დასუსტებულ ავადმყოფებში, იმუნოდეფიციტური მდგომარეობების დროს, ასევე  ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ. ვლინდება პირის ღრუს ლორწოვანის სიმშრალით, შეწითლებით, თეთრი ნადებების წარმოქმნით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა