Tag Archives: ლორწოვანი გარსი

აბლაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. განმარტებითი ლექსიკონი აბლაცია – ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილის უბნის გამოწვა ლაზერის, ელექტროინსტრუმენტის ან ქიმიური ნივთიერების საშუალებით ან  მოცილება მაქანიკური გზით (მაგალითად, ტოლზილიტის დროს ნუშების ლორწოვანი გარსის აბლაცია, ბარეტის მეტაპლაზიის დროს საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის აბლაცია).  

ხველა

ხველა – რთული რეფლექსური აქტი, რომლის დროსაც ხდება სასუნთქი გზების სწრაფი დაცლა ჰაერისაგან (ჰაერის გამოდევნა). ამის ძირითადი მიზეზია სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გინგივიტი

გინგივიტი – ღრძილის ლოროწოვანი გარსის ანთება. შესაძლოა იყოს გენერალიზებული, როდესაც ღრძილი ზიანდება ყველა კბილის მიდამოში ორივე ან ერთ ყბაზე, და ლოკალიზაბული, როდესაც ღრძილი დაზიანებულია  ერთი ან რამდენიმე კბილის მიდამოში. განასხვავებენ კატარულ, ჰიპერტროფიულ, წყლულოვან (წყლულოვან-ნეკროზულ) გინგივიტებს. ეტიოლოგია, პათოგენეზი  კბილის ქვა, კბილის რბილი ნადები, თამბაქოს წევა, ქიმიური გამაღიზიანებლები, ფუზოსპირალური ინფექცია. კატარული გინგივიტი ვითარდება როგორც რეაქცია სხვადასხვა გამაღიზიანებლებზე,

Read More