Tag Archives: ლოყების

ქრონიკული მორეციდივე სტომატიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული მორეციდივე სტომატიტი – ლოყების, ტუჩების, ენის, პირის ღრუს ფსკერის ლორწოვანზე პერიოდული გამონაყარი ერთი ან რამდენიმე ელემენტის სახით (აფთები). ინტერმისიების ხანგრძლივობა სხვადასხვაა. ჩივილები დამოკიდებულია აფთების ლოკალიზაციაზე. განვითარების ციკლია 3 – 4 კვირა. გამონაყარი რეციდივებს იძლევა მრავალი წელი. მკურნალობა სიმპტომატურია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

ურბახ – ვიტეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურბახ – ვიტეს დაავადება – (E. Urbach, ამერიკ. დერმატოლოგი; C. Wiethe, ავსტრ. ოტოლარინგოლოგი; სინ.: კანისა და ლორწოვანი გარსების ჰიალინოზი, ლიპოპროტეინოზი) კანისა და ლორწოვანი გარსების დაავადება, რომელიც წარმოიქმნება ლიპიდური და ცილოვანი ცვლის მოშლის შედეგად. დაავადება ვლინდება ჩვილ ასაკში კანის, ასევე პირის ღრუსა და ხორხის ლორწოვანი გარსის უმნიშვნელო ცვლილებებით.

Read More

პეიტც – ჰეტჩინსონ – ვებერ – ეიგერს – ტურენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პეიტც – ჰეტჩინსონ – ვებერ – ეიგერს – ტურენის სინდრომი – კუჭნაწლავის პოლიპოზის შეუღლება კანისა და ლორწოვანების ლაქოვან ჰიპერპიგმენტაციასთან. ატარებს ოჯახურ ხასიათს. პიგმენტური ლაქები მზის დასხივებისაგან არ არის წარმოქმნილი. ლოკალიზდება ტუჩებზე, ლოყების ლორწოვანზე, ყურისა და ცხვირის ირგვლივ, კონიუნქტივაზე, თვალის ფსკერზე, ბადურაზე. შესაძლებელია მათი აღმოჩენა ახალშობილებშიც. ნაწლავთა პოლიპოზი

Read More

მგლურა გაყინული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მგლურა გაყინული – (სინ.: lupus pernio, გაყინული სარკოიდი, გაყინული ლუპოსარკოიდი) კანის სარკოიდოზის იშვიათი ფორმა; ავადდებიან უპირატესად ქალები. დაავადების განვითარებას შესაძლოა ხელი შეუწყოს მოყინვამ, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევამ, ტუბერკულოზურმა ინტოქსიკაციამ. კლინიკურად ვლინდება ქუთუთოს, ლოყების, ყურის ნიჟარების, იშვიათად მტევნებისა და ტერფების კანზე მტკივნეული, მკვრივი, იისფერ – მოწითალო ფერის, შეხებისას

Read More

მაკ დუფიეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაკ დუფიეს სინდრომი – მანეკროზებელი ვენულიტი. მანეკროზებელი ვენოანგიიტი. ნიშნები: გამონაყარი კანზე, კანის საფარისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება, სპეციფიკური კომპლემენტის აქტივაცია ცხვირის და ლოყების ლორწოვანზე, ტუჩებზე, პირის ღრუში, ქვედა კიდურებზე ლოკალიზებული პაპულები, სახის გამონაყარი, ადგილი აქვს აგრეთვე ართრალიას, თირკმლების ზომიერ უკმარისობას, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დარღვევებს, ადენოპათიას. ცვლილებებს

Read More