Tag Archives: ლურჯი

ციან

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციან – (ციანო – ; ბერძ. kyanos მუქი ლურჯი) – რთული სიტყვების შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს ,,ლურჯს“, ,,მუქ ლურჯ შეფერილობას“. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ოსტეოგენეზი არასრულყოფილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოგენეზი არასრულყოფილი – (osteogenesis imperfecta; ბერძ. Osteon ძვალი + genesis წარმოშობა; სინ.: პერიოსტალური დისტროფია, მუცელშიგა რაქიტი, ოსტეოფსატიროზი, ვროლიკის დაავადება, ლობშტეინის დაავადება)მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ძვლის წარმოქმნის პროცესის დარღვევით და ვლინდება გენერალიზებული ოსტეოპოროზით, ძვლების გარბილებითა და მომატებული მტვრევადობით. პათოლოგიური პროცესის სიმძიმის, კლინიკური ნიშნების გამოვლენის მიხედვით გამოყოფენ ორ ფორმას:

Read More

კადმიუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კადმიუმი – (ლათ. Cadmium), Cd, მენდელეევის პერიოდული სისტემის II ჯგუფის ელემენტი. მოვერცხლიფრო – ლურჯი ელფერის, რბილი და ადვილად ლღობი მეტალი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ექთიმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექთიმა – (ecthyma; ბერძ. Ekthyma პუსტულა) ღრმა არაფოლიკულური პუსტულა ან ბუშტუკი, ცენტრში დაწყლულებითა და მჭიდროდ მიკრული ქერქით. ექთიმას იწვევს სტრეპტოკოკი, იშვიათად სტაფილოკოკი, ზოგჯერ ლურჯი ჩირქის ჩხირი, მკრთალი ტრეპონემა. მის განვითარებას ხელს უწყობს კანის არასწორი მოვლა, მომატებული ოფლიანობა, შეგუბებითი მოვლენები ქვედა კიდურებზე, ორგანიზმის ზოგადი რეზისტენტობის დაქვეითება. ექთიმა –

Read More

გრასეს ნიშნები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გრასეს ნიშნები – (J. Grasset, ფრანგი ექიმი) ნერვული სისტემის დაზიანების სიმპტომთკომპლექსი: 1. მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთის კოტრაქტურა თავის ტვინში სისხლჩაქცევის დროს პარალიზებულ მხარეზე; 2. მწოლიარე მდგომარეობაში ორივე ქვედა კიდურის ერთდროულად აწევის შეუძლებლობა; აღინიშნება ორგანული ჰემიპლეგიის დროს; 3. ლურჯი შეშუპება – გაციებული კანის შეშუპება და მტკივნეულობა,

Read More