Tag Archives: მაგნიტურ

ჰოლმსის ნათხემოვანი ატაქსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰოლმსის ნათხემოვანი ატაქსია – გვიანი ნათხემოვანი დეგენერაციის ოჯახური ფორმა, რომელიც ვლინდება 30 – 40 წლის შემდეგ ნელა მზარდი ნათხემოვანი ატაქსიით და ნათხემის ატროფიით კომპიუტერული ან მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფიით. გაფრთხილება!  

სპინური ეპიდურიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპინური ეპიდურიტი – კეროვანი ჩირქოვანი ანთება ზურგის ტვინის ეპიდურალური უჯრედისისა. წარმოიქმნება  როგორც  ნებისმიერი ლოკალიზაციის კეროვანი ჩირქოვანი ინფექციის გართულება. ზოგადი ნფექციური გართულებების ფონზე წარმოიქმნება ინტენსიური ფესვური ტკივილები, ზურგის ტვინის გაჭყლეტა, რაც ვლინდება პარა –  ან ტეტრაპლეგიით და სხვ. დარღვევებით. დიაგნოზი ზუსტდება მაგნიტურ – რეზონანსური ტომოგრაფიით. მკურნალობა ქირურგიულია. გაფრთხილება!

Read More

სასმენი ნერვის ნევრინომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასმენი ნერვის ნევრინომა – კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნი, რომლებიც წარმოქმნიან სასმენი ნერვის ვესტიბულური ნაწილის გარსს.  ნერვის ზეწოლის შედეგად ავადმყოფს თანდათანობით უვითარდება სმენის ცალმხრივი დაქვეითება და ხმაური ყურში. სიმსივნის შემდგომი ზრდისას შესაძლოა განვითარდეს დიზართრია, დისფაგია, ატაქსია, ჰემიპარეზი, ჰიდროცეფალია და ქალაშიდა ჰიპერტენზია. დიაგნოზი დგინდება აუდიომეტრიის, კომპიუტერული და მაგნიტურ – რენანსული ტომოგრაფიის

Read More

მეხსიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეხსიერება – 1. (ფსიქოლოგია)წარსული გამოცდილების ორგანიზაციისა და შენახვის პროცესები, რომელიც შესაძლებელს ხდის მის განმეორებით გამოყენებას საქმიანობაში, ან აბრუნებს ცნობიერების სფეროში. მეხსიერება აკავშირებს სუბიექტის წარსულს მის აწყმოსთან და მომავალთან და წარმოადგენს მნიშვნელოვან შემეცნებით ფუნქციას, რომელიც საფუძვლად უდევს განვითარებასა და სწავლებას. 2. (ინტ.)memory – ზოგადად: ობიექტის უნარი, შეინახოს ინფორმაცია;

Read More

მაგნიტურ – რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაგნიტურ – რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია – დიაგნოსტიკის მეთოდი: სანაღვლე გზებისა და პანკრეასის სადინრის ვიზუალიზაცია მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფიით, ხელოვნური კონტრასტირების გარეშე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა