Tag Archives: მაკროფაგ

რეგიოკრინული უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეგიოკრინული უჯრედები  – (cellulae regiocrinae ბერძნ.regio  –  უბანი და crinein  –  გამოყოფა)    უჯრედები, რომლებიც გამოყოფენ ციტოპლაზმის ნაწილაკებს. ამ მოვლენას ეწოდება კლაზმატოზი, ხოლო თვით უჯრედებს  –  კლაზმატოციტები (clasmatocyti) . იხ.აგრეთვე სინონიმები: ჰისტიოციტები, მაკროფაგები, პოლიბლასტები, ცთომილი  უჯრედები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

მტვრის უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მტვრის უჯრედები – (cellulae pulvereae)  მაკროფაგები ფილტვის ალვეოლურ ღრუებში (phagocyti alveolares). ამ უჯრედებს მტვრის ნაწილაკების შთანთქმის უნარი აქვს. ისინი წარმოიქმნება სისხლის მონოციტებისა და ლიმფოციტებისგან, აგრეთვე ფილტვების შემაერთებელქსოვილოვანი ჰისტიოციტებისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More