Tag Archives: მალარიის

ცხელება ჰემოგლობინურიული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხელება ჰემოგლობინურიული – (febris haemoglobinurica) 1. (სინ.: ჰემოგლობინურია მალარიული, ჰემოგლობინურია) მალარიის მძიმე გართულება, რომელიც წარმოიქმნება ქინინი მიღების შემდეგ, ხასიათდება მწვავე ჰემოლიზით და ვლინდება ჰემოლიზური სიყვითლით, ჰემოგლობინურიით, პოლაკიურიით, ცხელებით, ტკივილით წელის არეში, ღებინებით; 2. ცხელება, რომელიც ვითარდება ნებისმიერი წარმოშობის მწვავე მასიური სისხლძარღვშიგა ჰემოლიზით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

კონფაბულოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კონფაბულოზი – ფსიქოპათოლოგიური სინდრომი კონფაბულაციების მოზღვავების სახით, რომლებიც წარმოიქმნება ერთი თანამიმდევრობით განვითარებული მოთხრობით ან რამდენიმე ცალკეული მოთხრობით დამთავრებული სიუჟეტით; შესაძლოა იყოს მწვავე და ქრონიკული. აღინიშნება ინფექციური ფსიქოზების დროს, ასევე პარტახტიანი ტიფის, მუცლის ტიფის, მალარიის, რიკეტსიოზის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More

ინტერფერონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინტერფერონი – დაბალმოლეკულური დაცველობითი ცილა, რომელიც სინთეზირებულია ორგანიზმში და უჯრედულ კულტურებში და რომლებიც თრგუნავენ ვირუსების რეპროდუქციას, ასევე სხვა უჯრედშიგა პარაზიტების (რიკეტსიების, მალარიის პლაზმოდიუმის და სხვ.) გამრავლებას; გამოიყენება ვირუსული დაავადებების პროფილატიკისა და მკურნალობისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა