Tag Archives: მამრობითი

ანდრენ – ბიერსინგ – უილიამსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანდრენ – ბიერსინგ – უილიამსის სინდრომი – თანდაყოლილ ანომალიათა კომპლექსი. მუცლის წინა კედლის ქვედა ნაწილის კუნთების სრული ან ნაწილობრივი დეფექტი, ორმხრივი კრიპტორქიზმი, ჰიდრონეფროზი, თირკმელების დისპლაზია. შესაძლოა კუჭ – ნაწლავის, გულის და ჩონჩხის ანომალიებთან შეუღლება, გვხვდება თითქმის მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლებში. გადაიცემა აოტოსომურ – დომინანტური გზით. [“3”] გაფრთხილება!

Read More

აგამოსპერმია

აგამოსპერმია – (agamospermia ბერძნ.a – უარყოფა, იხ.გამეტები და sperma, spermatos – თესლი) სქესობრივი გამრავლების გამარტივებული მეთოდი მდედრობითი გამეტების განვითარების საფუძველზე, რომლის პროცესში განაყოფიერება არ ხდება. მამრობითი გამეტები ამ პროცესში მხოლოდ ზიგოტის დაყოფის სტიმულატორების როლს ასრულებენ. იხ.პართენოგენეზი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)