Tag Archives: მამრობითი

მეროგონია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეროგონია – (merogonia ბერძნ.meros – ნაწილი და gonos – გვარი) – კვერცხუჯრედის უბირთვო ფრაგმენტის განვითარება მისი სპერმატო­ზოიდით განაყოფიერების დროს. მეროგონია ანდროგენეზის სახე­სხვაობაა, რომლის დროს ზიგოტის განვითარებაში მთავარ როლს ასრუ­ლებს მამრობითი სასქესო უჯრედი. ტერმინი შემოიღო დელაჟემ (1899). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

მეორე რიგის სპერმატოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეორე რიგის სპერმატოციტები – (spermatocyti secundarii ბერძნ. sperma – თესლი, cytos – უჯრედი, სინ.პრესპერმატიდები, მეორადი სპერმატოციტები) განვითარებადი მამრობითი სასქესო უჯრედებია, რომლებიც წარმოიქმნებიან პირველი რიგის სპერმატოციტებისაგან მომწიფების პირველი გაყოფის შედეგად. ისინი შეიცავენ ქრომოსომების ჰაპლოიდურ ნაკრებს, ამასთან მეორე რიგის სპერმატოციტების ნახევარს აქვს X – სასქესო ქრომოსომა, ხოლო უჯრედების მეორე

Read More