Tag Archives: მაობლიტირებელი

ფრიდლენდერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრიდლენდერის დაავადება – მაობლიტირებელი ენდარტერიიტი, თირკმელზედა ჯირკვლოვანი არტერიოზი, სპონტანური განგრენა, იუვენილური განგრენა, მაობლიტირებელი თრომბანგიოზი, დაავადება, რომელიც ხასიათდება ენდარტერიიტით (უფრო ხშირად ქვედაკიდურებზე), გამოვლინდება პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევით, სხეულის სათანადო უბნის იშემიური ნეკროზის განვითარებით. სინონიმი: ვინივარტერის დაავადება. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ოპელის სიმპტომი – ტერფის სწრაფი გაფერმკრთალება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოპელის სიმპტომი – ტერფის სწრაფი გაფერმკრთალება – ავადმყოფის მწოლიარე მდგომარეობაში საწოლის ზედაპირიდან 40 – 50 სმ – ის სიმაღლეზე აწევისას და მისი ლაქოვანი ციანოზი იატაკზე დაშვების შემდეგ. აღინიშნება ქვემო კიდურის არტერიების მაობლიტირებელი ათეროსკლეროზის და ენდარტერიტის დროს. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

მარტორელ – ფაბრეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარტორელ – ფაბრეს სინდრომი – პულსის დაკარგვის სინდრომი. ხასიათდება აორტის და მსხვილ სისხლძაღვთაკედლის ანთებით და დისტროფიული ცვლილებებით, სტენოზირებით, შიდა არტერიული თრომბების ჩამოყალიბებით, ორგანოთა იშემიით. ზემო კიდურებზე პულსი არ ისინჯება, ქვემო კიდურებზე კი კარგადაა გამოხატული. ეტიოლოგიურ ფაქტორად ასახელებენ ათაშანგს, არტერიოსკლეროზს, ტუბერკულოზს, რევმატიზმს. არ არის გამორიცხული დაავადების კოლაგენოზური ხასიათი.

Read More

მაობლიტირებელი დაზიანებები კიდურის სისხლძარღვების

მაობლიტირებელი დაზიანებები კიდურის სისხლძარღვების – (ლათ. Obliterare გადაშლა, განადგურება; სინ.: კიდურის სისხლძარღვების ოკლუზიური დაზიანება)კიდურების სისხლისა და ლიმფური ძარღვების დაავადებების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებიან მათი სანათურის შევიწროებით სრულ ობლიტერაციამდე (ოკლუზია) და მიმდინარეობენ კიდურებში სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის სხვადასხვა ხარისხის მოშლით. ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ სამ ჯგუფს: კიდურების არტერიების მაობლიტირებელი დაზიანებები; კიდურების ვენების მაობლიტირებელი დაზიანებები; კიდურების ლიმფური ძარღვების მაობლიტირებელი

Read More

კანის ანგიიტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კანის ანგიიტები – (ვასკულიტები) ანთებით – ალერგიული დერმატოზების ჯგუფი, რომელთა ძირითადი გამოვლინებაა სხვადასხვა კალიბრის დერმოჰიპოდერმული სისხლძარღვების დაზიანება. ეტიოლოგია ცნობილი არ არის. პათოგენეზი უმრავლეს შემთხვევაში იმუნოკომპლექსურია (სისხლძარღვთა კედლების დაზიანება იმუნური დეპოზიტებით ინფექციური, მედიკამენტოზური და სხვა ანტიგენებთან ერთად). ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება ფოკალურ ქრონიკულ ინფექციას (სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ტუბერკულოზის ჩხირი, საფუარის

Read More