Tag Archives: მარაგს

ცხიმოვანი უჯრედები (ლიპოციტები)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხიმოვანი უჯრედები (ლიპოციტები) – (cellulae adiposae / lipocyti – adipocyti / ) – ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმა შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმის მარაგს. ჩვეულებრივ, ამ უჯრედებში ცხიმოვანი ჩანართები ქმნის ერთ დიდ წვეთს, გარშემოკრულს ციტოპლაზმის ვიწრო ფერსოთი, რომელშიც პერიფერიაზე გადაადგილებული ჩხირისებრი ბირთვია (ერთწვეთიანი ადიპოციტი – adipocytus uniguttularis).

Read More

მემკვიდრეობითი ინფორმაციის კოდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მემკვიდრეობითი ინფორმაციის კოდი – (ფრანგ. code – პირობითი შემოკლება, შიფრი, ლათ.informare – შეტყობინება) გენეტიკური კოდი, რომელსაც ახასიათებს მემკვიდრეობის მატერია­ლურ სუბსტრატში – დნმ – ის მოლეკულაში აზოტური ფუძეების გარკვეული მონაცვლეობით განლაგება. უოტსონისა და კრიკის (1953) ჰიპოთეზის თანახმად, დნმ – ის მოლეკულა თავისი სტრუქტურით ჰგავს სპირალურად დახვეულ თოკის კიბეს,

Read More

Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian Russian Russian Turkish Turkish