Tag Archives: მარილოვანი

ჰიპოკორტიციზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოკორტიციზმი – კორტიკოსტეროიდების სეკრეციის უკმარისობის სინდრომი, რომელიც ხასიათდება სხეულის მასის დაქვეითებით, კანის საფარველის, ლორწოვანი გარსების ჰიპერპიგმენტაციით, წყალ – მარილოვანი ცვლის დარღვევითა და დამცველობით – შემგუებლობითი რეაქციების დარღვევებით, ფაღარათით, 17 – კეტოსტეროიდების ექსკრეციის დაქვეითებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

წყალ – მარილოვანი ცვლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი … წყალ – მარილოვანი ცვლა – ორგანიზმში წყლისა და მარილების (ელექტროლიტების) შესვლის, მათი შინაგან გარემოში განაწილებისა და გამოყოფის პროცესების ერთობლიობა. წყალ – მარილოვანი რეგულაციის სისტემები უზრუნველყოფენ გახსნილი ნაწილაკების, იონური შემადგენლობისა და მჟავა – ტუტოვანი წონასწორობის მუდმივობას, ასევე ორგანიზმის სითხეების მოცულობასა და თვისებრივ შემადგენლობას. გაფრთხილება!  

წყალ – მარილოვანი ბალანსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .. წყალ – მარილოვანი ბალანსი – ორგანიზმში შესული და მისგან გამოყოფილი წყლისა და მარილების რაოდენობებს შორის შეფარდება. გაფრთხილება!  

ცერებრული მარილოვანი გამოფიტვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრული მარილოვანი გამოფიტვა – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ნატრიუმის შემცველობის დაქვეითებით სისხლში, ჰიპოვოლემიის ფონზე. წარმოიქმნება სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის დროს, ან ქალა – ტვინის მძიმე ტრავმის დროს. მისი კორექცია ითვალისწინებს ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის შეყვანას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ოქსალატები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოქსალატები – მჟაუნმჟავას მჟავე და საშუალო მარილები; მარილოვანი ცვლის მოშლის დროს ოქსალატების კრისტალები გამოიყოფა შარდთან; ხშირად წარმოქმნიან შარდის კონკრემენტებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა