Tag Archives: მდგომარეობა

აპოზიცია

განმარტებითი ლექსიკონი აპოზიცია – ორი სტრუქტურის (მაგალითად,სხეულის ორი ნაწილის) მდგომარეობა,რომლის დროსაც ისინი მჭიდრო კონტაქტში არიან.  

ჰიპომანიაკური მდგომარეობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპომანიაკური მდგომარეობა – მანიაკალური სინდრომის მდგომარეობა მცირედ გამოხატული ნიშნებით, არაადეკვატური ოპტიმისტურ – მხიარული განწყობილების სახით. შესაძლოა მიმდინარეობდეს შრომისუნარიანობის მომატებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცერებრული ამილოიდური ანგიოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრული ამილოიდური ანგიოპათია – პათოლოგიური მდგომარეობა: ამილოიდური ცილის ჩალაგება ტვინის წვრილი სისხლძარღვების კედელში. სისხლძარღვების შევიწრების შედეგად ვითარდება ტვინის იშემიური დაზიანება, ხოლო მათი გასკდომისას – სისხლჩაქცევა ტვინში. განსაკუთრებით ხშირად ვლინდება ალცჰეიმერით დაავადებულებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცერებრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრიტი – პათოლოგიური მდგომარეობა: თავის ტვინის ქსოვილის კეროვანი ინფილტრაციული ანთება, ჩვეულებრივ ჩირქოვანი ხასიათისა, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიებით, ან სოკოებით და იწვევს ტვინის აბსცესის განვითარებას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცერებრასთენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრასთენია – პათოლოგიური მდგომარეობა: ხასიათდება მომატებული დაღლილობით; წარმოიქმნება თავის ტვინის ორგანული დაზიანების, ინფექციის, ინტოქსიკაციის შედეგად. მიმდინარეობს თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, ძილის დარღვევით, ვეგეტატიური ლაბილობით, მეხსიერების დაქვეითებით. პროგნოზი დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე, უმრავლეს შემთხვევებში კეთილსაიმედოა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა