Tag Archives: მდგომარეობის

ანალოგურ – ციფრული გარდამქმნელი

ანალოგურ – ციფრული გარდამქმნელი – (სინ. ანალოგ – კოდების გარდამქნელი) მოწყობილობა, რომელიც ახორციელებს უწყვეტი სიგნალის ავტომატურ გარდაქმნას დისკრეტულში, როგორც წესი, ციფრულ ფორმაში; გამოიყენება ინფორმაციის შესაყვანად (მაგ. ავადმყოფის მდგომარეობის პარამეტრების) ციფრულ გამომთვლელ მანქანაში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ალტერაცია

ალტერაცია – (გვიანდელი ლათ. alteracio – შეცვლა) ბიოლოგიაში, უჯრედის, ქსოვილის ან ორგანოს სტრუქტურისა და ფუნქციის შეცვლა მექანიკური, თბური, ელექტრული, ქიმიური და სხვ. დამაზიანებელი ფაქტორის მოქმედებით. ვითარდება თანდათანობით. გამოვლინების ადრეულ საფეხურზე ალტერაცია შეუქცევადია, მაგრამ დამაზიანებელი აგენტის ხანგრძლივ მოქმედებას შეიძლება უჯრედისა და ქსოვილის კვდომა მოჰყვეს. ალტერაციით გამოწვეული სტრუქტურული დარღვევა დაკავშირებულია უჯრედის კოლოიდების მდგომარეობის შეცვლასთან. აგზნებადი ქსოვილების (ნერვული,

Read More