Tag Archives: მდგომარეობს

სოციოგენეზი (ფსიქოლოგია)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სოციოგენეზი (ფსიქოლოგია) – (ლათ. so{cietas) საზოგადოება და ბერძ. genos – წარმოშობა) – ცნობიერების, პიროვნების, პიროვნებათშორის ურთიერთობების წარმოშობა და განვითარება, განპირობებული სხვადასხვა კულტურაში და საზოგადოებრივ – ეკონომიკურ ფორმაციებში  სოციალიზაციის თავისებურებებით. სოციოგენეზის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ფსიქოლოგს საქმე აქვს არა აბსტრაქტულ ადამიანთან, არამედ გარკვეული ქვეყნისა და ეპოქის ადამიანთან.

Read More

სოლვატაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სოლვატაცია – (ლათ. Solvare გახსნა)მოვლენა, რომელიც საფუძვლად უდევს გახსნის პროცესს და მდგომარეობს გახსნილი ნივთიერების ნაწილაკებსა და გამხსნელის მოლეკულებს შორის, ასევე კოლოიდურ ნაწილაკებსა და სუსპენზიის ან ემულსიის ნაწილაკებს და დისპერსული გარემოს მოლეკულებს შორის ელექტროსტატიკურ ურთიერთქმედებაში. სოლვატაცია წარმოადგენს ნივთიერებების გახსნის და  ხსნარების, სუსპენზიებისა და ემულსიების, მათ შორის ბიოპოლიმერების ან

Read More