Tag Archives: მედიატორი

პრესინაფსური მემბრანა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრესინაფსური მემბრანა – (membrana presynaptica) აქსონის ნეირიტის ტერმინალური გაგანიერება, შეიცავს სინაპსურ ბუშტუკებსა და მიტოქონდრიებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.  ნერვული ბოჭკოს ზედაპირული მემბრანის უბანი, რომლის გავლით მედიატორი განმოიყოფა სინაფსურ ნაპრალში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More

მედიატორი უჯრედული იმუნიტეტის (ლიმფოკინები)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მედიატორი უჯრედული იმუნიტეტის (ლიმფოკინები) – ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების საერთო სახელწოდება, რომლებიც წარმოიქმნება ანტიგენთან კონტაქტის დროს უჯრედული იმინიტეტის რეალიზაციაში მონაწილე უჯრედებისაგან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მედიატორი ალერგიული რეაქციის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მედიატორი ალერგიული რეაქციის – ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების საერთო დასახელება (ჰისტამინი, აცეტილქოლინი, სეროტონინი, ქინინები და სხვ.), რომელიც წარმოიქმნება ან გამოთავისუფლდება ორგანიზმის განმეორებითი კონტაქტისას ალერგენთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მედიატორი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მედიატორი – (ლათ. meditor შუამავალი) განსაკუთრებული ნივთიერებაა, რომლის საშუალებითაც აგზნება გადაეცემა ნერვული დაბოლოებიდან მუშა ორგანოს ან ერთი ნერვული უჯრედიდან მეორეს. 2. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა ნერვული დაბოლოებების მიერ, და რომელიც უზრუნველყოფს ნერვული იმპულსების გატარებას სინაფსებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More

დოფამინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დოფამინი – ნერვული სისტემის მედიატორი კატექოლამინების ჯგუფიდან, ნეიროჰორმონი. ნორადრენალინისა და ადრენალინის წინამორბედი. გამომუშავდება ნერვული დაბოლოებებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა