Tag Archives: მეთოდებით

ცდომილება გაზომვისა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცდომილება გაზომვისა – შეცდომა გაზომვისა, გაზომვის შედეგების გადახრა გასაზომი სიდიდის ჭეშმარიტი მნიშვნელობიდან. ცდომილება გაზომვისა შეიძლება იყოს სისტემატური, შემთხვევითი და უხეში (ამ უკანასკნელს ხშირად უწოდებენ აცდენას). გაზომვის სისტემატურ ცდომილებას უმეტესად იწვევს გაზომვის საშუალებათა ცდომილება და გაზომვის მეთოდების არასრულყოფილება, შემთხვევითს – არასაკონტროლებელი გარემოებები (გაზომვის პირობების უმნიშვნელო ცვლილებები და ა.

Read More

ღვიძლის ექინოკოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღვიძლის ექინოკოკი – (ქირურგ.) განასხვავებენ ორ ფორმას; ერთსაკნიანი და მრავალსაკნიანი ექინოკოკი. ერთსაკნიანი ექინოკოკის დროს ღვიძლში ვითარდება ერთი დიდი კისტა, მრავალსაკნიანის დროს – მრავალი წვრილი კისტები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ერთ დიდ კონგლომერატში. სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება კლინიკურად ვლინდება მხოლოდ მას  შემდეგ, რაც კისტა აღწევს მნიშვნელოვან ზომებს და ახდენს მნიშვნელოვან

Read More

უიპლის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უიპლის დაავადება – იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება ლიპიდური ცვლის დარღვევით, ლიპიდურ – პოლისაქარიდული კომპლექსების დაგროვებით და ანთებითი რეაქციებით სხვადასხვა ორგანოებში. გამომწვევია ჩხირისებრი ბაქტერია. დაავადების მიმდინარეობაში გამოყოფენ 3 ფაზას. თავდაპირველად ვლინდება სისუსტით, ართრალგიებით, ანემიით. მეორე ფაზა ხასიათდება ტკივლებით მუცელში, დიარეით, სტეატორეით, ცხელებით, სხეულის მასის დაქვეითებით, ლიმფოადენოპათიით, კანის პიგმენტაციით,

Read More

სტრეპტობაცილოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტრეპტობაცილოზი – ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს სტრეპტობაცილა და მსგავსია სოდოკუს დაავადებისა. დასნებოვნება ხდება ვირთხებისა და სხვა მღრნელების კბენით და ვლინდება 2 – 10 დღის შემდეგ დასნებოვნებიდან. ხასიათდება მაღალი ცხელებით, ინტოქსიკაციით, კანზე გამონაყრით, პოლიართრიტით. გრძელდება 2 კვირამდე. შესაძლოა ლეტალური გამოსავალი. დიაგნოზი ზუსტდება  მიკრობიოლოგიური და იმუნოლოგიური მეთოდებით. მკურნალობა –

Read More

სოდოკუ

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სოდოკუ – ინფექციური დაავადება, რომელიც ვითარდება ვირთხისა და სხვა მღრღნელების  კბენის შედეგად. ძირითადი გამომწვევია პატარა სპირილა სპიროქეტების ოჯახიდან. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3 დღიდან 2 თვემდე. ვლინდება ცხელებით, ნაკბენის ადგილზე მტკივნეული ინფილტრატის წარმოქმნით, რომელიც ნეკროზირდება და წყლულდება, აგრთვე პოლიმორფული გამონაყარით. ზიანდება რეგიონული ლიმფური კვანძები, სახსრები, ნერვული სისტემა; გამომწვევი

Read More