Tag Archives: მემბრანული

მეზაქსონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეზაქსონი – (mesaxon ბერძნ.mesos – შუა და axon – ღერძი) შვანის უჯრედის ღარის საპირისპირო კიდეების ციტოპლაზმური მემბრანის შეხების დროს წარმოქმნილი ორმაგი მემბრანა – დუბლიკატურა, რო­მელშიც აქსონი ჩადის. შვანის უჯრედის შემდგომი ბრუნვა აქსონის გარშემო იწვევს ამ წყვილი მემბრანული სტრუქტურის დაგრძელებას კონცენტრული შრეებრიობის წარმოქმნით, რომელიც ნერვული ბოჭ­კოს მიელინური გარსია.

Read More

ლიდლის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიდლის სინდრომი – ფსევდოალდოსტერონიზმი. მემკვიდრეობითი ტუბულოპათიის ნაირსახეობა. გადაცემის ტიპი შესაძლოა ავტოსომურ – დომინანტური ან რეცესიული. ნიშნები: სისტოლურ – დიასტოლური ჰიპერტენზია, რომელიც ვლინდება უკვე ბავშვობაში, სისხლის პლაზმის რენინის, ანგიოტენზინის და ალდოსტერონის დონის დაქვეითება, ნატრიუმის შეკავება, ჰიპოკალემია. პათოლოგიის არსია მილაკებში კალიუმისა და ნატრიუმის მემბრანული ტრანსპორტირების დარღვევა. [“3”] გაფრთხილება! ბმულები:

Read More