Tag Archives: მენჯის

ფუა – ილემანის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფუა – ილემანის სინდრომი – (Ch. Foix,  ფრან.  ნევროპათოლოგი;  P. Hillemand, ფრან.  ექიმი)    გავისა და კუდუსუნის ძვლის აპლაზიის თანდაყოლილი შერწყმა, ზურგის ტვინის ქვედა სეგმენტების დისპლაზიით; ვლინდება ქვედა პერიფერიული პარაპლეგიით, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფოლმარის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლმარის სინდრომი – სიმპტომოკომპლექსი, რომელიც უნვითარდებათ ავადმყოფებს აორტის მენჯის ტოტებისა და ბადექონის ქვედა არტერიის აუზის ობლიტერაციით. ამ დროს, სირბილისა და ჩქარი სიარულისას ადგილი აქვს შეტევითი ხასიათის ტკივილებს მუცლის ქვედა ნაწილში. ქვედა კიდურებზე პულსი არ ისინჯება. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა