Tag Archives: მეცნიერების

ნეიროიმუნოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიროიმუნოლოგია – სამედიცინო მეცნიერების მიმართულება, რომელიც შეისწავლის ნერვული და იმუნური სისტემების ურთიერთქმედებას ნორმაში და პათოლოგიის დროს, კერძოდ, ვეგეტატიური ნერვული სისტემის აქტივობის ზეგავლენას იმუნოლოგიურ რეაქტიულობაზე, ასევე იმუნური მექანიზმების როლს ნერვული სისტემის დაავადებების პათოგენეზში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მეცნიერებათმცოდნეობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეცნიერებათმცოდნეობა – დისციპლინა, რომელიც შეისწავლის მეცნიერების ფუნქციონირებასა და განვითარებას, მეცნიერული ცოდნისა და მეცნიერული მოღვაწეობის სტრუქტურას და დინამიკას, მეცნიერების ურთიერთმოქმედებას სხვა სოციალურ ინსტიტუტებთან და საზოგადოების მატერიალური და სულიერი ცხოვრების სფეროებთან. მეცნიერებათმცოდნეობა, როგორც დამოუკიდებელი კომპლექსური დისციპლინა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა გამოკვლევას ისტორიაში, სოციალოგიაში, ეკონომიკაში, ლოგიკაში, მეცნიერების ფსიქოლოგიაში, მეცნიერებათმეტრიასა და რიგ

Read More