Tag Archives: მიემართებიან

ცენტროსფერო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენტროსფერო – (centrosphaera ლათ.centrum – ცენტრი და ბერძნ.sphaira – სფერო) უჯრედის ცენტრის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია „ნათელი არის“ მსგავსად ცენტრიოლების გარშემომკვრელი უჩანართებო ციტოპლაზმის უბნით. უჯრედის ცენტრის გაყოფისას მიტოზის დროს ცენტროსფეროც ასევე იყოფა ორ ნაწილად, რომლებიც მიემართებიან აქრომატული თითისტარას პოლუსებისკენ. ზოგჯერ ტერმინს „ცენტროსფერო“ ხმარობენ, როგორც „უჯრედის ცენტრის“ სინონიმს,

Read More

შმიდტ – ლანტერმანის ნაჭდევები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შმიდტ – ლანტერმანის ნაჭდევები – (incisio myelini  –  მიელინის ნაჭდევი)   შვანის  უჯრედების ციტოპლაზმაში ძაბრისებრი შუაშრეები, რომლებიც ნერვული ბოჭკოს სიგრძისადმი მახვილი კუთხით მიემართებიან და მიელინის გარსს ფრაგმენტებად ყოფენ. ისინი წარმოიქმნებიან მეზაქსონის რამდენადმე განშრევების შედეგად ნერვული მორჩის გარშემო შვანის  უჯრედების ბრუნვის დროს. ასე ეწოდათ მათ აღმწერი ავტორის გვარის მიხედვით.

Read More

სპირალური განგლიის ნერვულ ბოჭკოთა კონა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპირალური განგლიის ნერვულ ბოჭკოთა კონა – (fasciculus spiralis neurofibrarum) ლოკოკინას ორგანოს კარიბჭე (organum vestibulocochleare). ლოკოკინას ლაბირინთის სპირალური კვანძის უჯრედთა დენდრიტები, რომლებიც მიემართებიან სენსორული ეპითე­ლიოციტებისაკენ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რეტიკულური ფორმაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტიკულური ფორმაცია – 1. (formatiore ticularis; სინ.: რეტიკულური სუბსტანცია)  სტრუქტურების ერთობლიობა, რომლებიც მდებარეობს ტვინის ღეროსა და ზურგის ტვინის ცენტრალურ ნაწილებში. რეტიკულური ფორმაციისათვის დამახასიათებელია დიდი რაოდენობით ნერვული ბოჭკოების არსებობა,  რომლებიც მიემართებიან სხვადასხვა მიმართულებით, რის გამოც მოცემული წარმონაქმნი მიკროსკოპის ქვეშ მოგვაგონებს ბადეს. 2.  სტრუქტურების ერთობლიობა თავის ტვინის ცენტრალურ განყოფილებებში;

Read More

პოლიმორფული მრავალფორმიანი ფირფიტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიმორფული მრავალფორმიანი ფირფიტა – (lamina multiformis \polymorpha\) თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების მეექვსე შრე, შედგება უპირატესად თითისტარისებრი ფორმის ნეირონებისაგან, რომელთა ნეირიტები მიემართებიან თეთრ ნივთიერებაში თავის ტვინის ეფერენტული გზების შემადგენლობაში, ხოლო დენდრიტები – მოლეკულურ შრეში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More