Tag Archives: მიიღწევა

რაბდომიომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რაბდომიომა – კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილიდან. აღინიშნება ხშირად ბავშვებში. მდებარეობს კუნთების სისქეში და მსხვილი სახსრების მიდამოში. წარმოადგენს კვანძს, რომელიც ზოგჯერ აღწევს 10 – 15 სმ დიამეტრს, მკვრიველასტიური კონსისტენციისაა, მოძრავი და კარგად შემოსაზღვრულია გარემომცველი ქსოვილებიდან, აქვს გამოხატული კაფსულა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი)

პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი) – (თვალის დაავ.) კონიუნქტივის სამკუთხედის ფორმის ნაკეცი, რომელიც გადადის რქოვანაზე შიგნითა, იშვიათად გარეთა მხრიდან. ზრდა ნელა მიმდინაეობს. მხედველობა უარესდება, როდესაც ფრთისებრი აპკი აღწევს გუგის მიდამოს. ეტიოლოგია. ქარით, მტვრით, მძაფრი ანაორთქებისგან და ა.შ. კონიუნქტივის ქრონიკული გაღიზიანება. ცრუ პტერიგიუმი, რომელიც რქოვანაზე გადადის ნებისმიერი მხრიდან, წარმოიქმნება კონიუნქტივის ნაკეცის რქოვანას დაზიანებულ ზედაპირთან (წყლული, დამწვრობა) შეხორცების შედეგად.

Read More