Tag Archives: მიკროსკოპიაში

ტერმინალური ზღუდარები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტერმინალური ზღუდარები – დესმოსომების სახესხვაობა. ნაწლავის, თირკმლისა და ზოგიერთი სხვა ეპითელიუმის მეზობელი  უჯრედების ციტოპლაზმური მემბრანის  –  პლაზმოლემის სპეციალი­ზებული უბნები. ჩვეულებრივ, ტერმინალური ზღუდარები  უჯრედების აპიკალურ ნაწილშია მათი თავისუფალი ზედაპირის ქვევით. სინათლის მიკროსკოპიაში ეს წარმონაქმნები შესწავლილი და აღწერილია, რო­გორც ჩამკეტი (დამხშობი) ფირფიტები. ელექტრონული მიკროსკოპიის მონაცემებით, ტერმინალური ზღუდარები ციტოპლაზმის გამკვრივებუ­ლი

Read More

მეტაკრილატი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეტაკრილატი – თხიერი პლასტიკური მასა, რომელსაც იყენებენ ელექტრონულ მიკროსკოპიაში ობიექტების ჩასაყალიბებლად. ჩვეუ­ლებ­რივ ხმარობენ სხვადასხვა თანაფარდობით მეთილმეტაკრილატისა და ბუთილმეტაკრილატის ნარევს. პოლიმერიზაციის დროს ეს ნარევი მყარდება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More

ეპონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპონი – ეპოქსიდური ფისი, რომელსაც ხმარობენ ელექტონულ მიკროსკოპიაში ობიექტების ჩასაყალიბებლად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

არალდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არალდიტი – ეპოქსიდური ფისი, რომელსაც ელექტრონულ მიკ­როს­კოპიაში იყენებენ ობიექტების ჩასაყალიბებლად. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

არტეფაქტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არტეფაქტი – (artefactus ლათ.ars, artis – ხელოვნება და factum – გაკეთებული) ჰისტოლოგიურ პრეპარატებში ხელოვნური წარმო­ნაქმნები (ნივთიერების, სურათის, სტრუქტურის), რომლებიც წარმოიქ­მნებიან ანათლების ტექნიკური დამუშავების შედეგად (ფიქსაციის, პარაფინსა და სხვა გარემოში ჩაყალიბების, მიკროტომით დაჭრის, ანა­თალების შეღებვის დროს და სხვა). არტეფაქტების მაგალითები შეიძლება იყოს ანათალების ნაბზარები და ნახლეჩები, საღებავების დალექვა,

Read More