Tag Archives: მიკროსკოპის

უჯრედი – სატელიტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედი – სატელიტები – (satellitocyti ლათ. satelles – თანამგ­ზავრი, თანამონაწილე) – 1. ნეიროგლიის უჯრედები, რომლებიც ნეირონების სხეულს გარს ეკვრიან. სინ. უჯრედები მანტიისებრი, უჯრედები ოლიგოდენდროგლიის; 2. მიობლასტის ტიპის უჯრედები, რომლებიც მოგვიანებით აღმოაჩინეს ელექტრონული მიკროსკოპის მეშვეობით განივზოლიანი ბოჭკოების სარკოლემის ქვეშ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა

Read More

რეტიკულური ფორმაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტიკულური ფორმაცია – 1. (formatiore ticularis; სინ.: რეტიკულური სუბსტანცია)  სტრუქტურების ერთობლიობა, რომლებიც მდებარეობს ტვინის ღეროსა და ზურგის ტვინის ცენტრალურ ნაწილებში. რეტიკულური ფორმაციისათვის დამახასიათებელია დიდი რაოდენობით ნერვული ბოჭკოების არსებობა,  რომლებიც მიემართებიან სხვადასხვა მიმართულებით, რის გამოც მოცემული წარმონაქმნი მიკროსკოპის ქვეშ მოგვაგონებს ბადეს. 2.  სტრუქტურების ერთობლიობა თავის ტვინის ცენტრალურ განყოფილებებში;

Read More

პალადეს გრანულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პალადეს გრანულები – (სინ.რიბოსომები, მიკროსომები, რიბონუკ­ლეინის გრანულები, ციტოპლაზმის წვრილი გრანულური კომპონენტი. იხ.რიბოსომები) – პირველად ელექტრონული მიკროსკოპის მეშვეობით აღმოაჩინა პალადემ (1953). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ინტერფერენციული მიკროსკოპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინტერფერენციული მიკროსკოპია – (ლათ. interferentio – ზედდება, დაშრევება) ციტოლოგიური ანალიზის მეთოდი, რომელიც ხორციელდება ინტერფერენციული მიკროსკოპის მეშვეობით. ასეთი ტიპის მიკროსკოპებში ობიექტზე დაცემული სინათლის კონები ორმაგ­დება, ამასთან, ერთი კონა გადის ობიექტში, მეორე კი – განზე. სინათლის კონების შემდგომი შეერთების დროს მათი ინტერფერენციის შედეგად წარმოიქმნება უჯრედის გამოსახულება, რომელიც რამდენადმე განსხ­ვავდება

Read More

ანოპტრული მიკროსკოპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანოპტრული მიკროსკოპია – უჯრედების გამოკვლევის მეთოდი ანოპტრული მიკროსკოპის მეშვეობით, რომელიც ფაზურკონტრას­ტული მიკროსკოპის (იხ.მიკროსკოპია ფაზურკონტრასტული) სახე­სხვაო­ბაა. ანოპტრალურ მიკროსკოპში ფაზური კონტრასტი მიიღწევა ბნელი არის ფონზე (იხ.ულტრამიკროსკოპია). ფაზურკონტრასტული და ბნელი არის ეფექტების შერწყმა შესაძლებელს ხდის ცოცხალი შეუღებავი უჯრედების შესწავლას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More