Tag Archives: მილი

ფისტულა

ფისტულა – fistula 1. პათოლოგიური მილაკოვანი არხი, რომელიც აერთებს ღრუ ორგანოებს  ან რომელიმე შინაგან ორგანოს კანის ზედაპირთან და ლორწოვან გარსთან; შესაძლოა იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი 2. ფისტულა კლინიკური ტერმინი, რაც ნიშნავს ნახვრეტს.  3. ფისტულა – შინაგანი ორგანოებიდან გარეთ გამომავალი ხელოვნური ან ბუნებრივად წარმოქმნილი მილი. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფალოპის მილები

ფალოპის მილები – (tubae uteri Fallopii) ეპითელიუმით ამოფენილი კუნთოვანი მილი, რომლითაც მომწიფებული კვერცხუჯრედი გადაადგილდება საკვერცხიდან საშვილოსნოსაკენ; იგივეა, რაც საშვილოსნოს მილები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ტუბულოპათიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტუბულოპათიები – (ლათ. Tubula მილი + ბერძ. Pathos ტანჯვა, ავადმყოფობა) დაავადებების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებან თირკმლის მილაკების ფუნქციის მყარი მოშლით. დაავადებას საფუძვლად უდევს სხვადასხვა ნივთიერებების ტრანსპორტის მოშლა თირკმლის მილაკებში. ტუბულოპათიები შესაძლოა იყოს თანდაყოლილი (პირველადი) და შეძენილი (მეორადი). პირველადი ტუბულოპათიების დროს დარღვეულია მემბრანული ტრანსპორტი თირკმლის მილაკებში. მეორადი ტუბულოპათიები ვითარდება

Read More

ტუბულო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტუბულო – [ანატ. tubulus მილი] – რთული სიტყვების შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს ,,მილის ფორმის მქონეს“, ,,მილთან დაკავშირებულს“. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

საქტოსალპინქსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საქტოსალპინქსი – (sactosalpinx;  ბერძ. saktos ავსებული  + ანატ. salpinx საშვილოსნოს მილი)  სითხის დაგროვება  (ექსუდატი, სისხლი) საშვილოსნოს მილში, ცრუ სიმსივნის წარმოქმნით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა