საშვილოსნოს მილები – (tubae uteri, salpinx; სინ.: ფალოპის მილები, კვერცხსავალები) წყვილი მილოვანი ორგანო, რომლებიც ახორციელებენ კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდების ტრანსპორტირების ფუნქციას, ქმნიან კეთილსაიმედო გარემოს განაყოფიერების პროცესისათვის, კვერცხუჯრედის განვითარებისათვის ორსულობის ადრეულ ვადებში და ჩანასახის გადადგილებისათვის საშვილოსნოში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი – (გინეკ.) სპეციფიკური ანთება, წარმოადგენს მეორად პროცესს. ტუბერკულოზის მიკობაქტერიები სასქესო ორგანოებში ხვდებიან უპირატესად ჰემატოგენური გზით (უხშირესად ფილტვებიდან, ნაწლავიდან, პერიტონეუმიდან). ხშირად გვხვდება 20 – 30 წლის ასაკის ქალებში, თუმცა ვლინდება აგრეთვე ბავშვებში და ხანშიშესულ ასაკშიც. დასნებოვნების მომენტიდან კლინიკურ გამოვლინებამდე ხანგრძლივი შუალედია (ზოგჯერ წლები). უხშირესად ტუბერკულოზით