Tag Archives: მიმდინარეობდ

მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი – წარმოქმნას უკავშირებენ კოლინჯის დისტალურ ნაწილებში სეგმენტული წნევის ხანგრძლივ მომატებას, მოტორული ფუნქციის რეგულარული დარღვევების შედეგად ნაწლავის კედლის შემაერთებელქსოვილოვანი და კუნთოვანი ელემენტების ასაკობრივი დისტროფიული ცვლილებების ფონზე. დივერტიკულებში განავლოვანი მასების შეჩერება იწვევს ლორწოვანი გარსის ტრავმირებას, ანთებითი პროცესის განვითარებას (დივერტიკულიტი), რომელიც ვრცელდება ნაწლავის კედლის მიმდებარე ნაწილებზე და

Read More

ლიმფოგრანულომატოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმფოგრანულომატოზი – ლიმფური სისტემის პირველადი სიმსივნური დაავადება, რომელსაც თან სდევს ლიმფური კვანძების, იშვიათად ელენთისა და სხვა ორგანოების გადიდება. დაავადების სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია. ყველაზე ხშირად დაავადების პირველ ნიშნებს მიაკუთვნებენ ლიმფური კვანძების გადიდებას, განსაკუთრებით კისრის და ლავიწზედა მიდამოში, უპირატესად მარჯვნივ. ლიმფური კვანძები მკვრივია, მოძრავნი, ელასტიურები, არ არიან შეხორცებულნი კანთან,

Read More