Tag Archives: მიმდინარეობისას

პრობლემური სწავლება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრობლემური სწავლება – პ(ფსიქოლოგია) მასწავლებელთა მიერ ორგანიზებული, სუბიექტის აქტიური ურთიერთქმედების მეთოდი პრობლემურად წარმოდგენილი სწავლებისადმი, რომლის მიმდინარეობისას იგი ეზიარება მეცნიერული ცოდნის ობიექტურ წინააღმდეგობებს და მათი გადაწყვეტის მეთოდებს, შემოქმედებითად ითვისებს ცოდნას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პელვიოპერიტონიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პელვიოპერიტონიტი – (გინეკ.) მცირე მენჯის პერიტონეუმის ანთება. სიმპტომები, მიმდინარეობა. ხასიათდება მკვეთრი ტკივილებით მუცლის არეში, გულისრევით, ღებინებით, მუცლის შებერილობით, განავლის და აირების შეკავებით, ტემპერატურის მომატებით, მაჯისცემის გახშირებით. ენა მშრალია, დაფარულია თეთრი ნადებით. მუცლის პალპაციისას ვლინდება მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმულობა მის ქვედა ნაწილში, შოტკინ – ბლუმბერგის დადებითი სიმპტომი.

Read More