Tag Archives: მიოკარდიუმში

ტაქიკარდია პარკუჭოვანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტაქიკარდია პარკუჭოვანი – (tachycardia  ventricularis) არითმია, რომელიც ხასიათდება გულის პარკუჭების შეკუმშვების მაღალი სიხშირით, რაც განპირობებულია ავტომატიზმის ჰეტეროტროპული კერის არსებობით და (ან) აგზნების ტალღის პათოლოგიური ცირკულაციით მიოკარდიუმში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტაქიკარდია მარცხენაპარკუჭოვანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტაქიკარდია მარცხენაპარკუჭოვანი – (tachycardia   ventriculi  sinistri)პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რომლის დროსაც ავტომატიზმის კერა მდებარეობს მარცხენა პარკუჭის მიოკარდიუმში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მაკ – არდლის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაკ – არდლის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება, გლიკოგენოზის სახესხვაობა. დაკავშირებულია ფერმენტ ფოსფორილაზის უკმარისობასთან კუნთებში, რაც იწვევს მათში გლიკოგენის დაგროვებას. ვლინდება ბავშვობის ასაკში კუნთების ტკივილებით, სისუსტითა და მსუბუქი ჰიპოტროფიით. მძიმე შემთხვევებში ვითარდება მიოგლობინურია. მიოკარდიუმში გლიკოგენის დაგროვების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს გულის უკმარისობა. გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. მკურნალობა სიმპტომატურია.

Read More