Tag Archives: მიტოზურ

ცენტრომერა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენტრომერა – (centrum – ცენტრი და ბერძნ. meros – ნაწილი) – ჩვეულებრივად ქრომოსომის პირველადი (ანუ ცენტრული) გადაზონრვის ადგილას მკვრივი სფერული სხეულაკი, რომელიც მართავს მის გადაადგილებას მიტოზის დროს. ცენტრომერების საშუალებით ქრომოსომები მაგრდება აქრომატული თითისტარას ძაფებზე. ცენტრომერები ქრომოსომებთან, აქრომატულ ძაფებთან და ცენტრიოლებთან ერთად შეადგენს მიტოზურ (ანუ გამყოფ) აპარატს. ცენტრომერების

Read More

უჯრედის ცენტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის ცენტრი – (centrum cellulae იხ.სინ.ცენტროსომა) უჯრედის ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოიდი – მისი კინეტიკური ცენტრი. იგი შედგება ერთი ან ორი თვითრედუპლიცირებადი წარმონაქმნის, ე.წ.ცენტრიოლისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ცენტროდესმოზით და გარშემო შემორტყმულია ნათელი ციტოპლაზმით (ცენტროსფეროთი). თუ ცენტროსფეროში რადიალურად მიმართული ციტოპლაზმური ძაფებია, მას ასტროსფეროს უწოდებენ. ზოგჯერ ყველა აღნიშნულ ტერმინს:

Read More

კამბიური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კამბიური უჯრედები – (cellulae cambiales ლათ.cambium  –  შეცვლა, განახლება)  განვითარების დიდი პოტენციის მქონე მცირედ დიფერენცირებული უჯრედები, რომლებითაც უჯრედის აგებულების ქსოვილოვან ეტაპზე სპეციალიზებული უჯრედების დაღუპვის ხარჯზე ხდება ქსოვილთა უჯრედული შემადგენლობის განახლება ფიზიოლოგიური და რეპარაციული რეგენერაციის პირობებში. მათ ახასია­თებს ცხოველმყოფელობის ვეგეტატიური მხარე (გამრავლება, ზრდა) და მუდმივ ყოფნა მიტოზურ ციკლში.

Read More

კამბიუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კამბიუმი – (cambium ლათ.cambium  –  შეცვლა, განახლება)   მცირედდიფერენცირებული უჯრედების ერთობლიობა რომელიმე ქსო­ვილის შემადგენლობაში, რის ხარჯზეც მიმდინარეობს მისი უჯრედული შედგენილობის განახლება ფიზიოლოგიური და რეპარაციული რეგე­ნერაციის დროს. კამბიუმი  –  ქსოვილოვან ეტაპზე სპეციალიზებული უჯრედების წარმოქმნის წყაროა, განვითარე­ბის დიდი პოტენციის მქონე მცირედდიფერენცირებული უჯრედებია. მას ახასიათებს ცხოველმყო­ფელობის ვეგეტატიური მხარე (გამრავლება, ზრდა) და

Read More

დიქოფაზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიქოფაზა – (dichophasis ბერძნ. dicha – ორ ნაწილად; აქ ორიდან ერთი რომელიმე შესაძლებელი გზის შერჩევის მნიშვნელობით და phasis – გამოვლინება) მოკლე პერიოდი ადრეულ ინტერფაზაში, რო­დესაც უჯრედი მიტოზური ციკლის დამთავრების შემდეგ „აირჩევს“ თავისი შემდგომი განვითარების გზას ორი შესაძლებელი მიმართუ­ლები­დან: მას შეუძლია ახალ მიტოზურ ციკლში შესვლა ან დიფერენცი­რება, რომლის

Read More