Tag Archives: მიღების

აგრანულოციტოზი იმუნური

აგრანულოციტოზი იმუნური – (agranulocytosis immunis) აგრანულოციტოზი, რომელიც ვითარდება ანტილეიკოციტარული ანტისხეულების მოქმედების შედეგად გრანულოციტების გაძლიერებული დაღუპვისას; ვითარდება კოლაგენოზების, ინფექციების, ასევე ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივად მიღების შემდეგ. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

აბსტინენცია

აბსტინენცია – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება ტოქსიკომანიური დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებების მიღების (შეყვანის) შეწყვეტით. ხშირად აღინიშნება ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის დროს. მიმდინარეობს თავის ტკივილით, კუნთებისა და სახსრების ტკივილებით; შესაძლებელია თან ახლდეს ჰალუცინაციები.