Tag Archives: მნიშვნელობის

მარსუპიალიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარსუპიალიზაცია – (ლათ. Marsupium ჩანთა, ტომარა)მუცლის, გულმკერდის ღრუს ორგანოების ცისტების ოპერაციული მკურნალობის მეთოდი, რომელიც მდგომარეობს ცისტების გახსნაში, შიგთავსის ამოღებაში და მისი კედლის კიდეების ცირკულარულ გაკერვაში. ნაჩვენებია დაჩირქებული გიგანტური, განსაკუთრებით თხელკედლიანი ცისტების დროს, ასევე იმ შემთხვევებში, თუკი ისინი შეეზარდნენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებს და რომელთა ამოკვეთა ან რეზექცია შეუძლებელია.

Read More

დედუქციური მეთოდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დედუქციური მეთოდი – მეცნიერული თეორიების აგების წესი, რომლის სპეციფიკური თავისებურებაა დასკვნის დედუქციური ტექნიკის გამოყენება (დედუქცია). ფილოსოფიაში იყო ცდები მკვეთრი გამიჯვნა მოეხდინათ დედუქციურ მეთოდსა და სხვა მეთოდებს (მაგ. ინდუქციურს) შორის, დედუქციური დასკვნები გაეგოთ როგორც ცდისგარეშე და ისეთი, რაც მეტისმეტად აზვიადებდა დედუქციის როლს მეცნიერებაში. სინამდვილეში კი დედუქცია და ინდუქცია

Read More