ფილტვის სეკვესტრაცია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვის სეკვესტრაცია – 1. (ლათ. Sequestratio განცალკევება, გამოცალკევება) განვითარების მანკი, რომლის დროსაც ფილტვის ქსოვილის უბანი ვითარდება ფილტვის ბრონქული სისტემიდან იზოლირებულად და მისი სისხლით მომარაგება ხდება აბერანტული სისხლძარღვით, რომელიც გამოდის აორტიდან. 2. განვითარების თანდაყოლილი მანკი – ბრონქიალური სისტემიდან იზოლირებული ფილტვის უბანი, რომლის სისხლმომარაგებას ახდეს აორტიდან გამომავალი დამატებითი სისხლძარღვი.