Tag Archives: მონაცემების

ცდომილებათა თეორია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცდომილებათა თეორია – მათემატიკური სტატისტიკის დარგია, რომელიც შეისწავლის ცდომილებათა შეფასების მეთოდებს და ადგენს სიდიდეთა რიცხვით მნიშვნელობებს გაზომვათა მონაცემების მიხედვით. [“1”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცდისეული მეცნიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცდისეული მეცნიერება – მეცნიერების სახე, რომლის შედეგები ცდის მონაცემების განზოგადებითაა მიღებული და მათი ემპირიული შემოწმება პრინციპულად შესაძლებელია. ცდისეული მეცნიერება ძირითადად ემყარება ექსპერიმენტის ჩატარებას, მისი შედეგების დაკვირვებას, აღწერასა და ინდუქციას. ცდისეული მეცნიერების შინაარსი ალბათურია და ცდის სრულყოფის კვალობაზე იცვლება. ცდისეული მეცნიერება განსხვავდება თეორეტ. მეცნიერებისაგან, რომელიც თავის დებულებებს აფუძნებს

Read More

ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი – მიმდინარეობს ყურიდან ხანგრძლივი ჩირქდენით; მყარადაა შენარჩუნებული დაფის აპკის გახრეტილი არე და ქვეითდება სმენა. დაავადება ვითარდება მწვავე ჩირქოვანი ანთების შედეგად, რასაც ხელს უწყობს მიკრობთა მაღალი ვირულენტობა, ორგანიზმის რეაქტიულობის დაქვეითება, ცხვირსა და ცხვირხახაში ქორონიკული პათოლოგიური პროცესი, არარაციონალური მკურნალობა. სიმპტომები, მიმდინარეობა. სმენის დაქვეითება. ოტოსკოპიით ვლინდება

Read More

ფსიქომეტრიკა (ან ფსიქომეტრია)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქომეტრიკა (ან ფსიქომეტრია) – (ფსიქოლოგია) თეორიულ-მათემატიკული მოდელების ერთობლიობა და ემპირიული მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების ორგანიზაციის პროცედურულ – მეთოდური წესები, რომლებიც საშუალებას იძლევა ფსიქიკური პროცესების ფსიქიკური თვისებები და პარამეტრები გამოვხატოთ რიცხვით ან კვაზირიცხვით ფორმაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფრედერიკის ფენომენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრედერიკის ფენომენი  – (L.  Fredericq)წინაგულების ციმციმის შერწყმა სრულ ატრიოვენტრიკულურ  ბლოკადასთან; კლინიკურად ვლინდება მხოლოდ ძალიან იშვიათი რიტმული პულსით და დგინდება ელექტროკარდიოგრაფიის მონაცემების საფუძველზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა