Tag Archives: მონელების

ქრონიკული გასტრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული გასტრიტი – კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება, რასაც მივყავართ მის ატროფიამდე. დაავადების განვითარება ხდება კვების რეჟიმის სისტემატური დარღვევებისას, ალკოჰოლის ბოროტად მოხმარებისას, ზოგიერთი სხვა დაავადებისას. სიმპტომები. ჭამის შემდეგ მოკლე დროში სიმძიმის შეგრძნება ფერდქვეშა მიდამოში, გულისრევა, ბოყინი, იშვიათად გულისრევა. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს გამწვავებებით, რომლებიც უფრო ხშირად დაკავშირებულია კვების რეჟიმის

Read More

ქოლეცისტოკინინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლეცისტოკინინი – (სინ.: პანკრეოზიმინი)ადამიანისა და ცხოველთა ჰორმონი, რომელიც მონაწილეობს კუჭ – ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორული და მოტორული ფუნქციების ჰემორალურ რეგულაციაში. ქოლეცისტოკინინი შედის ე. წ. ენტერული სისტემის შემადგენლობაში და სხვა ჰორმონების მსგავსად მონაწილეობს საჭმლის მონელების პროცესების თანამიმდევრობაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტრიქოსტრონგილოიდოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიქოსტრონგილოიდოზი – (trichostrongyloidosis) ჰელმინთოზი ნემატოდოზების ჯგუფიდან; ხასიათდება კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაზიანებით. გამომწვევის წყაროა ბალახისმჭამელი ცხოველები; ადამიანის დასნებოვნება ხდება ლარვის გადაყლაპვით წყალთან, საკვებთან ერთად. ტრიქოსტრონგილოიდები  ინერგებიან წვრილი ნაწლავის ლორწოვანში, იწვევენ საჭმლის მონელების დარღვევებს, ალერგიულ რეაქციებს, ენტერიტის და გასტროენტერიტის განვითარებას. ავადმყოფები უჩივიან  გულისრევას, შეკრულობას, ან ფაღარათს, ტკივილს მუცელში,

Read More

რეტიკულურ-ენდოთელური სისტემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტიკულურ-ენდოთელური სისტემა – რეს, მაკროფაგული სისტემა, მაკროფაგების, ე. ი. ისეთი უჯრედების ერთობლიობა, რომელთაც აქვთ ორგანიზმში მოხვედრილი მიკროორგანიზმების, უცხო ნაწილაკებისა და თვით დაშლილი უჯრედების შეტაცების, შთანთქმის, დაგროვებისა და მონელების, ე. ი. ფაგოციტოზის უნარი (შდრ. მიკროფაგები). რეს – ს შეადგენენ რეტიკულური ქსოვილის, ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისა და სისხლის უჯრედების ნაწილი

Read More

პინოციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პინოციტოზი – (pinocytosis ბერძნ.piein, pino – ვსვამ, ვიწოვ და cytos – უჯრედი) უჯრედის მიერ სითხის და თხიერ მდგომარეობაში მყოფი და მაკრომოლეკულური ნაერთების შეწოვა გარემოდან. პინოციტოზის მექანიზმი შეიცავს შემდეგ ფაზებს: 1. გარეთა ციტოპლაზმურ მემბრანაზე ღრმულებიანი ნაკეცების წარმოქმნა (ცავეოლაე ცალლულარეს – უჯრედის ორმოები); 2. ამ ნაკეცების სიღრმეში სითხის წვეთების

Read More