Tag Archives: მორფოლოგიურად

ლეფლერის ენდოკარდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეფლერის ენდოკარდიტი – გულის პათოლოგია, გამოხატული გულის უკმარისობით, შერწყმული ვისცერულ დაზიანებასთან (კანი, კუნთები, თირკმლები, სახსრები, ფილტვები და სხვ.) და ეოზინოფილიასთან. მორფოლოგიურად წარმოადგენს კედლისამყოლ ფიბროპლასტიკურ ენდოკარდიტს თრომბებით, ახასიათებს გენერალიზებული ეოზინოფილური ვასკულიტი და ეოზინოფილური ინფილტრატები შინაგან ორგანოებში. მსგავსია ეოზინოფილური ვასკულიტისა კედლისამყოლი ენდოკარდიტით, დისემინირებული ვისცერული დაზიანებებისა. სინონიმი: მეკერის დაავადება. [“3”]

Read More

დიაპედეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიაპედეზი – (diapedesis ბერძნ.dia – მეშვეობით და pedao – დავხვრიტავ) სისხლის ფორმიანი ელემენტების გამოსვლა მორფოლოგიურად დაუზიანებელი კაპილარებისა და წვრილი ვენების კედლებიდან, მათი ტონუსისა და განვლადობის დარღვევის გამო. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა