ჩართული დისკოები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩართული დისკოები – (disci intercalati) გულის კუნთის ქსოვილის ბოჭკოებში უჯრედშორისი საზღვრები. თავისი ულტრასტრუქტურით ჩართული დისკოები ანუ ფირფიტები დესმოსომების მსგავსია და მათ აქვთ არასწორი ზიგზაგისებრი ხაზის სახე, რომელიც წარმოქმნილია ორი მოსაზღვრე კუნთოვანი უჯრედის (კარდიომიოციტის) ციტოპლაზმური მემბრანებისაგან. ჩართულ დისკოებზე მთავრდება გულის კუნთის ბოჭკოების პროტოფიბრილები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის,