Tag Archives: მოსვე

ოსტეობლასტოკლასტომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეობლასტოკლასტომა – ძვლის გავრცელებული სიმსივნე. შესაძლებელია მომდინარეობდეს კეთილთვისებიანად და მიაღწიოს მნიშვნელოვან ზომებს, ან შესაძლებელია გადავიდეს ავთვისებიან ფორმაში, იშვიათად გვხვდება პირველადი ავთვისებიანი ოსტეობლასტოკლასტომა. უპირატესად ლოკალიზდება გრძელი მილოვანი ძვლების ბოლო ნაწილებში, იშვიათად ბეჭში, ნეკნებში, მენჯის ძვლებში და სხვ. ვლინდება სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილებით მოსვენებით მდგომარეობისას, ტკივილით მოძრაობის დროს შესაბამის სახსარში

Read More

კანკალა დამბლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კანკალა დამბლა – (ნერვ. დაავ.) როგორც დამოუკიდებელი დაავადება (პარკინსონის დაავადება) იშვიათად აღინიშნება, ხშირად გვხვდება თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, გადატანილი ენცეფალიტის, ქალა – ტვინის ტრამვის (პარკინსონიზმი) დროს. სიმპტომები. მოსვენებით მდგომარეობაში ხელების და თავის კანკალი, საერთო შებოჭილობა, მოძრაობების შენელება, მოკლე ნაბიჯებით სიარული. სახე ნაკლებად გამომხატველია, ხმა წყნარი, მონოტონური. გაფრთხილება!

Read More