Tag Archives: მოტეხილობებით

ქონდრომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქონდრომა – კეთილთვისებიანი სიმსივნე, განვითარებული  ხრტილოვანი ქსოვილიდან, რომელიც აზიანებს ძირითადად მტევნებისა და ტერფების გრძელ ძვლებს. განასხვავებენ 2 ფორმას: ენქონდრომები, რომელიც ვითარდება ძვლის სიღრმეში, და ეკქონდრომები, რომლებიც წარმოიქმნებიან ძვლის ზედაპირული შრიდან და იზრდებიან ეგზოფიტურად, გარემომცველი რბილი ქსოვილების მხარეზე. ხშირად მიმდინარეობენ უსიმპტომოდ; ვლინდებიან მხოლოდ ძვლების დეფორმაციითა და პათოლოგიური მოტეხილობებით;

Read More

ოლბრაიტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოლბრაიტის სინდრომი – ჩონჩხის რამდენიმე ძვლის ფიბროზული ოსტეოდისპლაზია (ძვლოვანი ქსოვილის განვითარების მანკი, როდესაც მას ნაწილობრივ ჩაენაცვლება ხრტილოვანი ქსოვილი) და კანის კეროვანი პიგმენტაცია, შერწყმული ენდოკრინულ დარღვევებთან. ვლინდება ჩონჩხის ძვლების დეფორმაციითა და პათოლოგიური მოტეხილობებით, კანზე ,,რძიანი ყავის” ფერის მქონე ლაქებით, გოგონებში ნაადრევი სქესობრივი მომწიფებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

იუნგლინგის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი იუნგლინგის დაავადება – (O. Jungling, გერმ. ქირურგი; სინ.: მრავლობითი კავერნოზული ტუბერკულოზური ოსტიტი) ძვლის ტუიბერკულოზის ერთ – ერთი იშვიათი ფორმა, რომელიც ხასიათდება მრავლობითი დესტრუქციული კერების არსებობით, უმთავრესად მტევნისა და ტერფის თითების ფალანგებში. დაავადება ხშირად აღინიშნება სქესობრივი მომწიფების პერიოდში. დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს უსიპტომოდ და დიაგნოსტირდება მხოლოდ ძვლის დეფორმაციების

Read More

დებრე – დე ტონი – ფანკონის სინდრომი –

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დებრე – დე ტონი – ფანკონის სინდრომი – – გლუკოამინურ – ფოსფატ დიაბეტი – მემკვიდრეობითი დაავადება, გამოწვეული ფოსფორის, ამინომჟავების, ნახშირწყლებისა და ბიკარბონატების თირკმლების პროქსიმალურ მილაკებში რეაბსორბციის დარღვევით. გამოვლინდება ცხოვრების პირველი წლის ბოლოს და მეორე წლის დასაწყისში პოლიურიით, ჰიპოსტენურიით, არტერიული ჰიპერტენზიით, ჰიპორეფლექსიით, ძვლოვანი სისტემის რაქიტისმაგვარი ცვლილებებითა და ძვლების

Read More