ცისფერი სკლერების სიმპტომი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისფერი სკლერების სიმპტომი – დამახასიათებელია ცისფერი სკლერები, ძვლების მტვრევადობა და სმენის დაქვეითება ან სიყრუე. სიმპტომები სმენის ორგანოს მხრივ ვითარდება მოგვიანებით, ჩვეულებრივ სქესობრივი მომწიფების პერიოდში. არჩევენსიმპტომთკომპლექსის ორ ტიპს. პირველია ფროლიკ დიურანტის ტიპი, რომლის დროსაც ძვლების მოტეხილობები ვლინდება ჯერ კიდევ ნაყოფად ყოფნის პერიოდში ან დაბადებისას. მეორეა ლობშტეინის ტიპი, რომლის