Tag Archives: მოყვითალო

აფთები

აფთები – aphthae დამოუკიდებელი დაავადება, ან რაიმე მწვავე დაავადების (თურქული, კუჭ – ნაწლავის დაავადებები) გართულება; წარმოადგენს მტკივნეულ, ზედაპირულ, პატარა მოყვითალო წყლულებს პირის ღრუს, იშვიათად კი საშოს ლორწოვანზე. პირის ღრუს აფთებისათვის დამახასიათებელია ტკივილი, გაძლიერებული ნერწყვდენა, ყლაპვისა და ღეჭვის გაძნელება, ტემპერატურის მომატება, ყბისქვეშა ლიმფური კვანძების შეშუპება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აურანთიაზი კანის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აურანთიაზი კანის – (aurantiasis cutis; ლათ. aurantium ფორთოხალი + – იაზი; სინ.: კაროტინული სიყვითლე) კანის და ლორწოვანი გარსების მოყვითალო პიგმენტაცია, განპირობებული მასში კაროტინის ჩალაგებით; აღინიშნება კაროტინით მდიდარი პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღებისას (სტაფილო, ფორთოხალი და ა. შ.) გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს

Read More