Tag Archives: მოშლილობა

გასტროპარეზი

განმარტებითი ლექსიკონი გასტროპარეზი – ნერვულ-კუნთოვანი ხასიათის მოშლილობა,რომლის დროსაც კუჭში ხდება  საკვების შენელებული მონელება და მისი განთავისუფლება (საკვების ევაკუაცია კუჭიდან);ჩვეულებრივად მას თან ახლავს გულისრევა,ღებინება ან გაბერილობა.

ში – დრეიჯერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ში – დრეიჯერის სინდრომი – პირველადი პოსტურალური არტერიული ჰიპოტონიის ცერებრული ფორმა  –  არტერიული ჰიპოტონიის ფონზე აღინიშნება წნევის მკვეთრი დაცემა ავადმყოფის მწოლიარე მდგომარეობიდან მჯდომარე ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას, რასაც თან ერთვის ცნობიერების გამოთიშვა. შეტევის გარეშე ნიშნები: საერთო სისუსტე, იმპოტენცია, სხვადასხვა სახის ვეგეტატიური მოშლილობა, მოგვიანებით თავის ტვინის მძიმე ორგანული დაზიანების

Read More

ფრთა – სასის (ძირითად – სასის) კვანძის სინდრომი (ნევრალგია)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრთა – სასის (ძირითად – სასის) კვანძის სინდრომი (ნევრალგია) – ხასიათდება ნევრალგიური და ვეგეტატიური მოშლილობით. პირველი გამოიხატება ტკივილის შეტევით ცხვირის ფუძის, თვალის კაკლის, მის ირგვლივ მდებარე ქსოვილების, ზედა, იშვიათად ქვედა ყბის მიდამოებში და კბილებში, ირადიაციით საფეთქლის, ყურისა და დვრილებში მორჩისაკენ, ზოგჯერ კი  –  კეფის, კისრისა და ზედა

Read More

პარაბულია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაბულია – ფსიქიკური მოშლილობა. შეიძლება გამოვლინდეს საპირისპირო სქესის პირთან გაშიშვლების დაუოკებელი სურვილის არსებობით და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

დიზურია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიზურია – (ბერძნ. dysuria  დის… და uron – შარდი), შარდვის მოშლა. საშარდე ბუშტიდან შარდის გამოსვლის გაძნელება. დიზურიას ჩვეულებრივ იწვევს შარდსადენის ანთება, მისი დაცობა კენჭით, გადიდებული წინამდებარე ჯირკვლის, ჰემატომის ან სიმსივნის დაწოლა შარდსადენზე, აგრეთვე ფუნქციური მოშლილობა ნერვული სისტემის დაავადებათა დროს (მაგ. სპაზმი). [“1”] დიზურია – შარდის გამოყოფის დარღვევების

Read More