Tag Archives: მოციმციმე

წამწამოვანი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წამწამოვანი უჯრედები – (cellulae ciliares) სასუნთქი გზების ეპითელიუმის წამწამოვანი (მოციმციმე) უჯრედები (epitheliocyti ciliati), რომელთა აპიკალურ ზედაპირზე მრავალრიცხოვანი წამწამებია. იხ.სინ.მოციმციმე უჯრედები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფრთა – სასის (ძირითად – სასის) კვანძის სინდრომი (ნევრალგია)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრთა – სასის (ძირითად – სასის) კვანძის სინდრომი (ნევრალგია) – ხასიათდება ნევრალგიური და ვეგეტატიური მოშლილობით. პირველი გამოიხატება ტკივილის შეტევით ცხვირის ფუძის, თვალის კაკლის, მის ირგვლივ მდებარე ქსოვილების, ზედა, იშვიათად ქვედა ყბის მიდამოებში და კბილებში, ირადიაციით საფეთქლის, ყურისა და დვრილებში მორჩისაკენ, ზოგჯერ კი  –  კეფის, კისრისა და ზედა

Read More

მოციმციმე წამწამები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მოციმციმე წამწამები – უჯრედების სპეციალური ორგანოიდები, რომლებიც ციტოპლაზმის დიფერენცირებული წანაზარდებია და რომლებსაც ტალღისებურად შეკუმშვის უნარი აქვთ. მათი სიგრძე 5 – 10 მკ – ს არ აღემატება. მრავალუჯრედოვან ორგანიზმებში ერთი უჯრედის ზედაპირზე წამწამების საშუალო რიცხვი 300 – მდეა და უმარტივესებში შეიძლება რამდენიმე ათასამდე მიაღწიოს. წამწამები შეიცავს 200 Ao

Read More

მოციმციმე უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მოციმციმე უჯრედები – სასუნთქი გზების ეპითელიუმის უჯრედები, რომელთაც აქვთ წამწამები . იხ. სინ. უჯრედები წამწამოვანი (epitheliocyti ciliati). წამწამებს შეუძლია ტალღისებრად შეკუმშვა (ციმციმი), საიდანაც წარმოდგება ამ უჯრედების სახელ­წოდება. წამწამების მოციმციმე მოძრაობის მეოხებით ხდება სასუნთქი სისტემის სასუნთქი გზების ეპითელიუმის ზედაპირიდან ლორწოსა და უცხო ნაწილაკების მოცილება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე.

Read More

არითმია

არითმია – გულის შეკუმშვათა სიხშირის ან თანამიმდევრობის დარღვევა: რითმის გახშირება (ტაქიკარდია), ან შენელება (ბრადიკარდია), ნაადრევი შეკუმშვები (ექსტრასისტოლია), რითმის დეზორგანიზაცია (მოციმციმე არითმია) და ა. შ. არითმია შესაძლებელია გამოწვეული იყოს გულის კუნთის დაავადებით, ნევროზით, ალკოჰოლური ან ნიკოტინური ინტოქსიკაციით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი